მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ..."- კობახიძე

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

Published on

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ… მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. იმ შემთხვევაში. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი. რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ესეც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მე მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომელიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას,” – განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა.

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...