მთავარისიახლეებიევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების...

ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა

Published on

ევროკომისია ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოდის.

შესაბამისი ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

“დღეს კომისია გააკეთებს შეთავაზებას, რომ შეჩერდეს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილი. თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნით 180 დღის განმავლობაში. სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის სწრაფი განხილვა, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე აღარ გავრცელდება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ქართველ მფლობელებზე. ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობისას.

ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის.
ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს სერიოზულ დემოკრატიულ უკანდახევაზე საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ქმედებები იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას.
შემდეგი ნაბიჯები

ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დღევანდელი წინადადების თაობაზე, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებას გულისხმობს. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ მოუწევთ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის დააწესონ სავიზო მოთხოვნები და აცნობონ ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას. ასევე, წევრ ქვეყნებს მოუწევთ, შეწყვიტონ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველი მფლობელებისთვის არსებული გამარტივების გამოყენება, როგორიცაა განაცხადის განხილვის უფრო მოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა სავიზო განაცხადებისთვის.” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...