მთავარისიახლეებივინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, პოლიტიკურ პატიმრებს და...

ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, პოლიტიკურ პატიმრებს და უნდა გადიოდეს რუსთაველზე | ევროსაბჭოს გენ. მდივანს არც ჯაფარიძე შეხვდება

Published on

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ:

“დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში

უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები

ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს

მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები

მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი

მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა

სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება

პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ” წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე იგივე მიზეზით, უარი თქვა ელენე ხოშტარიამაც.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...