მთავარისიახლეებივინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, პოლიტიკურ პატიმრებს და...

ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, პოლიტიკურ პატიმრებს და უნდა გადიოდეს რუსთაველზე | ევროსაბჭოს გენ. მდივანს არც ჯაფარიძე შეხვდება

Published on

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ:

“დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში

უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები

ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს

მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები

მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი

მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა

სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება

პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ” წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე იგივე მიზეზით, უარი თქვა ელენე ხოშტარიამაც.

სიახლეები

“საქართველოს არ დავტოვებ – არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდი” -ზურაბიშვილი

"საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს....

“უკრაინა საქართველოს გვერდით რჩება” -ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა საქართველოს გვერდით რჩება" განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეწუხებულები ვართ – ლუქსემბურგის პრემიერი

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა,...

“ბოლო 2 კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ჭარბობს “ღორის გრიპი” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირაში გრიპის...