მთავარისიახლეებიწინასაახალწლო პერიოდში წიწვოვან ხე-მცენარეებთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვან ხე-მცენარეებთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...