მთავარისიახლეებიპოლიციამ დავით ლოგუა ათასი ლარით დააჯარიმა

პოლიციამ დავით ლოგუა ათასი ლარით დააჯარიმა

Published on

ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება,” – საპროტესტო აქციის დროს გზის მანქანით გადაკეტვის გამო მოქალაქე, დავით ლოგუა ოლიგარქის პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება.

1000 ლარი მთლად ჯამაგირი მაქვს, რითაც ვარჩენ ოჯახს ამ ძნელბედობის ჟამს.

დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ სისტემა ყელზე იმდენად გვიჭერს, რომ უკვე სუნთქვაც ჭირს.

ხან მეტადონშიკებს დაგახვედრებენ, ხან ფინანსურად ცდილობენ გაგტეხონ, არაუშავს, გავუძლებთ. მეტადონშიკებს კარგად ავკენწლავთ და ფულსაც ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვენს შვილებს არ მოაკლდეს სხვისი უბედურებით ნაშოვნი ჯამაგირი.

რუსული რეჟიმის მარცხი და ევროპული არჩევანის გამარჯვება, გარდაუვალია,” – წერს დავით ლოგუა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...