მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეტუვამ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის, ირაკლი კობახიძე დაასანქცირა

ლიეტუვამ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის, ირაკლი კობახიძე დაასანქცირა

Published on

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის განცხადებით, ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათ შორის, ირაკლი კობახიძეცაა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე გაავრცელა.

“#ლიეტუვა დგას #ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით.

ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეა.

ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

დროა ერთობლივი #ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის!”, – წერს კიასტუსის ბუდრისი.

***

ასევე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, ესტონეთმა ოცნების კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...