მთავარისიახლეებისაზოგადოება"არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია" - ISFED

“არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია” – ISFED

Published on

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია.

“საქართველოს პარლამენტის სასახლეში 14 დეკემბერს 09:00 საათიდან ჩანიშნული იყო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ისე იქნა ცნობილი, რომ პარლამენტის სამანდატო კომისია არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა.

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა.

აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია,” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...