მთავარისიახლეებისაზოგადოება112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

Published on

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია.112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის 85 000 ლარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა“ (112-მა) 30 ერთეული სამი სხვადასხვა მოდელის ვიდეოსათვალთვალო კამერა 12 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა. 30-ვე მათგანი არის ჩინური კერძო კომპანიის, Dahua-ს წარმოებული.

Dahua-ს ვებსაიტის თანახმად, ამ კამერებს შეუძლია:

ადამიანის სახის და სხეულის ამოცნობა; ასევე, ავტომობილების ამოცნობა;
ემოციების ამოცნობა (სახის გამომეტყველების მიხედვით, „სიბრაზე, მოწყენილობა, სიძულვილი, შეშინებული, გაკვირვებული, მშვიდი, ბედნიერი, დაბნეული“);
ამოცნობა, აქვს თუ არა ადამიანს ნიღაბი;
ადამიანის სქესისა და ასაკის ამოცნობა;
ტვირთავს სახის მაღალი გარჩევადობის ფოტოებს და შეუძლია ფოტოების ხარისხის გაუმჯობესება.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...