მთავარისიახლეებისამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

Published on

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

“მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი, ან მოწმე გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელიც გამოქვეყნდება საჯაროდ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია მეილის მეშვეობით evidence@gyla.ge. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნებისთვის. ესაა დარღვევების მასშტაბების შესწავლა, პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...