მთავარისიახლეებიდღეს ზუგდიდში მანქანებით მსვლელობა გაიმართება

დღეს ზუგდიდში მანქანებით მსვლელობა გაიმართება

Published on

დღეს, 13 დეკემბერს, ზუგდიდში მანქანებით მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ის სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 საათზე დაიწყება

გარდა ამისა, მოქალაქეები ისევ გეგმავენ შეიკრიბონ ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ.

„ვამხნევებთ ერთმანეთს, ვუზიარებთ შეხედულებებს და ველოდებით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საყვირის ხმებით მიიტანენ სათქმელს ზუგდიდსა და მიმდებარე სოფლებში. არ დაგავიწყდეთ საწვიმრები, ქოლგები და დროშები შევხვდებით ქვეყნის სამსახურში“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკვე 15 დღეა, მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.

28 ნოემბრიდან, საპროტესტო დემონსტრაციები, საქართველოს მასშტაბით იმართება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...