მთავარისიახლეები"საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში....

“საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. [ოცნება] სრულად რუსული მანიპულაციის ქვეშ არის” – ზელენსკი

Published on

“ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. იქ არაფერი ხდება. ეს საქართველოს მკვდარი ნაწილებია. იქ ცივილიზაცია აღარ არის. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, ცდილობს გაყინოს კონფლიქტი, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში. იგივეს აკეთებენ მოლდოვაში, იგივეს აკეთებენ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ნაწილში. მათ აქვთ ერთი და იგივე შაბლონი, ერთი და იგივე გეგმა, რომელსაც ყოველ ჯერზე იყენებენ.

დღეს საქართველო, ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან. საქართველოს მთავრობა თავადვე აცხადებს: “იცით რა, ევროკავშირი და დასავლური მიმართულება, მოდით, გადავდოთ რამდენიმე წლით”. ისინი სრულად რუსული მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ ამერიკა და ევროპა საკმარისად ძლიერები არ იყვნენ. მათ რუსეთს არ მიუჩინეს ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო.

ის ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები, ყველა ის სტუდენტი, რომელიც პროტესტისთვის გარეთ გადის, პოლიცია ცდილობს მათი პროტესტის ჩახშობას. მათ არაფერი უჭირავთ ხელში, მათ სურთ იცხოვრონ მშვიდობიან ევროპულ ქვეყანაში და მათ აიძულებენ, რომ დარჩნენ რუსეთის ფედერაციასთან. აი, რაც ხდება. რა მძლავრი ნაბიჯები გადადგა აშშ-მა? რა მძლავრი ნაბიჯები გადადგა ევროპამ? მე ვერ ვხედავ ვერაფერს”.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ CBN News-თან ინტერვიუში.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...