მთავარისიახლეებიპოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - პროევროპული პოლიტიკური ძალები გაფართოებულ ფორმატში კონსულტაციებს...

პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები – პროევროპული პოლიტიკური ძალები გაფართოებულ ფორმატში კონსულტაციებს მართავენ

Published on

“ექსპო ჯორჯიაში” პროევროპული პოლიტიკური ძალები გაფართოებულ ფორმატში კონსულტაციებს მართავენ. შეხვედრას ესწრებიან “კოალიცია ცვლილებისთვის”, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრები. კონსულტაციების მთავარი საკითხები იქნება საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

პროევროპული პარტიები ერთობლივ დოკუმენტსაც შეიმუშავებენ, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მათი მოთხოვნები და სტრატეგია. მოთხოვნებს ეთანხმება პარტია “გახარია საქართველოსთვის”, თუმცა შეხვედრას არ ესწრება იმ მოტივით, რომ ფორმატი მათთვის მიუღებელია.

“ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული და ასევე ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით და წესებით. ესაა ძირითადი მოთხოვნები, რომელიც არ შეიცვლება. ერთობლივი განცხადებაც უნდა გაკეთდეს. არავინ აღიარებს ამ ხელისუფლებას, არც ამ პარლამენტს და არც იმას, 14-ში რომ აირჩევენ ზებრას – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სანქციები, რომ იქნება გასაგებია, გასარკვევია, როდის და რა მასშტაბის.” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...