მთავარისიახლეებისაზოგადოებაIT/Tech სფეროს წარმომადგენლები 12-12 დეკემბერს გაიფიცებიან

IT/Tech სფეროს წარმომადგენლები 12-12 დეკემბერს გაიფიცებიან

Published on

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უარს ამბობენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. IT/Tech სფეროს წარმომადგენლები 12 და13 დეკემბერს 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან:

“ჩვენთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT/Tech) სფეროს წევრებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ტექნოლოგიური კომუნის წევრები, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მხარში დავუდგეთ ყველას, ვინც ახლა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის.

პროტესტის ნიშნად, ხუთშაბათს და პარასკევს,12 და13 დეკემბერს უარს ვაცხადებთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან და მსვლელობით მივდივართ პარლამენტის წინ.

კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასა და ევროკავშირის გზიდან გადახვევას; ასევე, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომიტინგეების სასტიკად დარბევასა და ცემას.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:

● რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
● ხელახალი არჩევნების ჩატარებას;
● ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
● მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.

შემოგვიერთდი!” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....