ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მსაქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება – მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირის ლიდერებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
“რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ”, – წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.