მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროდასავლური პარტიები ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულის მტკიცებულებებს პარტნიორებს წარუდგენენ

პროდასავლური პარტიები ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულის მტკიცებულებებს პარტნიორებს წარუდგენენ

Published on

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის შეტანა რეესტრში, რომელიც საქართველოში მიმდინარე საყოველთაო პროტესტისას დაზარალებული/დაკავებული ადამიანების მონაცემებთან ერთად, მოიცავს იმ დამნაშავეების მონაცემებსაც, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების ბრძანებით ახორციელებენ პროტესტის მონაწილეთა დევნას და ძალადობას.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის მარიკა არევაძის განცხადებით, ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს 400-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაკავებული, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის მუხლებით. დაკავებულთა დიდი უმრავლესობა დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას და ანგარიშსწორებას.

“იმისთვის რომ აღდგენილი იქნას ის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ირღვევა რეჟიმის მხრიდან, შედგენილი იქნა ჩვენი მხრიდან რეესტრი და ვამზადებთ ანგარიშს, რომელიც მიწოდებული იქნა ჩვენი პარტნიორებისთვის.” – განაცხადა მარიკა არევაძემ.

“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს კონკრეტული მტკიცებულებები მიეწოდება ევროპის საბჭოსა და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს

“დღეს მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატია რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტულ დაზარალებულებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...