მთავარისიახლეებიაქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

Published on

აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ipn.ge დაშავებულის ბიძის, იოსებ ჩანადირზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ალექსი თირქია კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

“ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, – განაცხადა იოსებ ჩანადირმა.

ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი.

ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...