მთავარისიახლეებიჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

Published on

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტოს.

“მთავარი არხის“ ცნობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და ამჟამად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა 7 დეკემბერს გამთენიისას, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, ელბაქიძის დაღმართზე მიმავალი დააკავეს. ჟურნალისტის ადგილსამყოფელი ოთხი საათის განმავლობაში უცნობი იყო. ბექა ყორშიასთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ ადვოკატი და ახლობლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის დიღმის სამმართველოში ჰყავდათ.

„მთავარი არხი“ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. 7 დეკემბერს ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“პალიტრა ნიუსის” ჟურნალისტის, მარიამ მაზიაშვილის თქმით, მას სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. ჟურნალისტი ამ დროს ლაივით იყო ტელევიზიაში ჩართული. მარიამ მაზიაშვილის თქმით, სპეცრაზმელმა ეს განგებ გააკეთა. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი“.

OC Media-ს ინფორმაციით, გამოცემის დამფუძნებლი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე, შესაძლოა, არის იმ ადამიანების სიაში, ვის დაკავებასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება გეგმავს. მარიამ ნიკურაძემ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო და ნახა კიდეც სია, რომელშიც 48 გვარი და პირადი ნომერია შეტანილი. ამ სიის ნამდვილობის გადამოწმება წყარომაც ვერ შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც ამ სიაში იძებნება, უკვე დაკავებულია. მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან”, – წერია ქარტიის განცხადებაში.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...