მთავარისიახლეებიდაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა - GPI ჰოლდინგი

დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა – GPI ჰოლდინგი

Published on

სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის-ის ინფორმაციით, ავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელი ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა დედამისიც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

შენიშვნა: თავდაპირველად GPI ჰოლდინგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგა საპროტესტო აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით ოჯახის თხოვნით ტექსტში ცვლილება შეიტანა.

“დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში დედასთან ერთად მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ.” – წერია პოსტში.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...