მთავარისიახლეებიოლიგარქის სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

Published on

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი წაიყვანეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, საიდანაც დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ შეუტყობინებიათ.

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...