მთავარისიახლეებიდიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი "ოცნებას" მოუწოდებს, შეცვალოს "ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი"

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

Published on

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაგმობილია მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები. დოუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი აჩვენებს, რომ წინააღმდეგია “ოცნების” გადაწყვეტილების, შეაჩეროს ევროინტგრაციის შემდგომი ნაბიჯები:

“საქართველოში ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას.
ვგმობ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რასაც ადგილი აქვს ბოლო დღეებში. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან.” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...