მთავარისიახლეებიპოლიტიკარაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით -...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

Published on

პარტია “საქართელოსთვის” ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით, საჯარო მოხელეები ხელფასებს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ, ამიტომ საკუტარი აზრის გამოთქმის ვალდებულება აქვთ.

გახარიას თქმით, რაც მეტი ადამიანი დააფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მით მეტად იქნებიან ისინი დაცულები.

ჩვენ გვაქვს დღეს აბსოლუტურად მოძალადე სისტემა, რომელიც ძალადობს ქუჩაშიც და ძალადობს საჯარო მოხელეებზეც. მე მინდა მივმართო ყველა მათგანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. ეს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ეს ადამიანები ხელფასს და თქვენ ვალდებულები ხართ, ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს აზრი ემთხვევა საქართველოს უმრავლეს მოქალაქეების აზრს.

ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგია და სისტემა გაიწმინდებაო. თორმეტი წელი ვერაფერი გააკეთეს, თუ რაიმე გასაწმენდი იყო. ამიტომ რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით თქვენ, – ამბობს გახარია.

სიახლეები

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...