მთავარისიახლეებიკობახიძემ საპოლიციო ძალებს ხალხზე ძალადობისთვის მადლობა გადაუხადა და ხალხის სასტიკ ცემას “რამდენიმე...

კობახიძემ საპოლიციო ძალებს ხალხზე ძალადობისთვის მადლობა გადაუხადა და ხალხის სასტიკ ცემას “რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი” უწოდა გამოქვეყნდა

Published on

არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საპოლიციო ძალებს, ვახტანგ გომელაურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხზე ძალადობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძემ აქციის მიმდინარეობისას საპოლიციო ძალების მიერ ხალხის სასტიკ ცემას “რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი” უწოდა.

“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა.

მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა, ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა.

ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე.

მინდა მოვუწოდო პოლიციელებს გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება,” – განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...