მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისი-სენაკი-ლესელიძის გზა ჭითაწყარში, ზუგდიდის შესასვლელთან, გადაკეტილია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზა ჭითაწყარში, ზუგდიდის შესასვლელთან, გადაკეტილია

Published on

ამ დროისთვის გადაკეტილია თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი ჭითაწყართან, სასაფლაოდ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზუგდიდის აღმოსავლეთ შესასვლელი და მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი მდებარეობს.

ასეულობით ადამიანი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საყვირებითა და რუპორების სპეცსიგნალებით ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებს, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა უარი ევროინტეგრაციაზე 2028 წლამდე, რითაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია. 

ზუგდიდის ესასვლელის გადაკეტვამდე მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საპროტესტო სტიკერები შენობის ფასადებზე გააკრეს.

შეიქმნა რამდენიმე დაპირისპირების კერა, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ხანგამოშვებით წარმოიშობოდა კონფლიქტური სიტუაცია, პოლიციელები განთავსდნენ ადმინისტრაციის ასასვლელ კიბეებთან და იქედან დემონსტრანტები განდევნეს.

ისმოდა შეძახილები: ‘სირცხვილი!”; “რუსებო!”; “საქართველო!”, აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: “საქართველო გრუზია არ არის!” “დაგვიბრუნეთ მოპარული ხმები!”.

გზაზე მიმავალი მანქანების მძღოლთა ნაწილი აქციის მონაწილეებს გაბმული სიგნალებით ეხმიანებოდა და მხარდაჭერას ასე გამოხატავდა. 

თუ გსურთ უფრო მეტი ფოტო-ვიდეო მასალისა და მუდმივად განახლებადი ინფორმაციისს ნახვა ზუგდიდში, თბილისში და სხვა ქალაქებში მიმდინარე სპონტანურ საპროტესტო აქციებზე, გამოგვყევით ტელე-რადიოკომპანია ოდიშის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...