მთავარისიახლეებიმივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის...

მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”-თვითგამოცხადებული პრემიერი

Published on

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”, – ამის შესახებ თვითგამოცხადებული პრემიერი, ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მოსახლეობას მორიგი რუსული პროპაგანდით მიმართავს.

“ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას…”, – დაამატა კობახიძემ.

სიახლეები

EU-ს ელჩები პრეზიდენტთან იკრიბებიან | ორბელიანების სასახლეში საგანგებო შეხვედრა იწყება

პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, ორბელიანების სასახლეში მივიდა ევროკავშირის...

2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელსაც წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობასთან მთავრობის შეხვედრა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028...

პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ამ დროისთვის, პრეზიდენტთან აუდიენციაზე "კოალიცია...

ახალი არჩევნები, ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის, ღარიბაშვილის, პაპუაშვილისა და მოსამართლეების სანქცირება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444 ხმით მიიღო. წინააღმდეგი კი 72 იყო. რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი...