მთავარისიახლეებიევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

Published on

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის. ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ცნობენ და შედეგებს არ აღიარებენ.

ასევე, ევროპელი პარტნიორები ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და კონკრეტულად იმ პირების დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილის დასანქცირებას ითხოვს.

შემუშავებული რეზოლუციის ტექსტით ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტარები აპირებენ გაყინონ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება და გადახედოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს.

დოკუმენტი თავისი რეკომენდაციებით ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

რეზოლუციის ტექსტი

“მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ასევე გავრცელდება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამომტან მოსამართლეებზე; კვლავ მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პირადი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილზე და მთელი მისი აქტივების გაყინვისკენ ევროკავშირის ფარგლებში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

ხაზს ვუსვამთ, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის და მოვუწოდებთ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო სტატუსს, მისი შესაძლო შეჩერებით, თუ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ შეუსრულებლად ჩაითვლება;

მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ; მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ”, – წერია დოკუმენტში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...