მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას - ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ყაველაშვილზე

პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ყაველაშვილზე

Published on

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა “ოცნების” მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებაც არალეგიტიმურია და ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას:

“გვინდა გამოვეხმაუროთ უკანონო და არალეგიტიმური გზით ხელისფლების მიმტაცებელ პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს.
ჩვენ, სტუდენტები, პირველ რიგში, სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად, ვიბრძვით განათლებისთვის, ეს უკანასკნელი კი, მიხეილ ყაველაშვილს არ მიუღია. მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც სტუდენტების, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცინვა და შეურაცხყოფა.
მიხეილ ყაველაშვილი შეუფერებელია აღნიშნული პოზიციისთვის და ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას. მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება კი პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას.
არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია.” აცხადებენ სტუდენტები

ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დღეს პირადად ოლიგარქმა ივანიშვილმა წარადგინა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...