მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება

პარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ინახება

Published on

მიხეილ ყაველაშვილის “პოლიტიკური კარიერა” საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდან დაიწყო. ის მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში, ცარიელია ველი ყაველაშვილის განათლების შესახებ. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

აღსანიშნავია, რომ უდიპლომობის გამო, ყაველაშვილი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა. სამუშაო გამოცდილებაში კი მითითებულია მისი სპორტული საქმიანობა:

2016 – 2016
საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი
2009 – დღემდე
FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი
2005 – 2006
„გაზელი“, ფეხბურთელი
2004 – 2005
„არაუ“, ფეხბურთელი
2004 – დღემდე
„ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
2003 – 2004
„სიონი“, ფეხბურთელი
2002 – 2003
„ლუცერნი“, ფეხბურთელი
1999 – 2002
„ციურიხი“, ფეხბურთელი
1997 – 1999
„გრასჰოფერი“, ფეხბურთელი
1995 – 1997
„მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი
1994 – 1995
„ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
1988 – 1995
„დინამო თბილისი“, ფეხბურთელი
შეგახსენებთ, ოლიგარქმა პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

სიახლეები

“სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება”- მდინარაძე

"ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი პარტიის მიერ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად...

ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი – ყაველაშვილი

განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ამ სიტყვებით დაიწყო განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა მიხეილ...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება ამის შესახებ, პოლიტსაბჭოსა და თვითგამოცხადებული უმრავლესობის...

“პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს” – “ოცნების” თვითგამოცხადებული დეპუტატი ტალახაძე

"პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს" - ასე პასუხობს...