მთავარისიახლეებიანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Published on

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ლიდერს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში “დაქირავებული” მებრძოლები, ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები “გაწვრთნა და უზრუნველყო მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში”. რუსული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მამულაშვილმა ამაში ფული აიღო.

დაუსწრებლად “სასჯელი” კიდევ სამ მებრძოლს შეუფარდეს – 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილისა და 54 წლის ვანო ნადირაძეს. მათ არაღიარებულმა სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.

სიახლეები

“პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს” – “ოცნების” თვითგამოცხადებული დეპუტატი ტალახაძე

"პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს" - ასე პასუხობს...

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოიღეს აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ…”ბედნიერი ერი”; “აჩრდილი”; “ბახტრიონი”; “ყვარყვარე თუთაბერი”…

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები, პროგრამებიდან ამოღებულია...

ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს

ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს, დღის სამ საათამდე მიმართავს. ამის შემდეგ...

“ძლიერი საქართველო” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს დღეს მიმართავს

"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს - განცხადება ამის შესახებ...