მთავარისიახლეებიუკან დასახევი არ გვაქვს, ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და...

უკან დასახევი არ გვაქვს, ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა – სააკაშვილი

Published on

ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, “ივანიშვილი არის დიქტატორი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია.“

ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი ჩააგდეს უბედურებაში. მრავალი ათასი ადამიანი დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეში და თქვენს ხმას იპარავდა. ის კაცი, დიქტატორი, ვინც არჩევნები “გადაგახიათ”, ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის მკადრებელია. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. რა ევროპაზე ვსაუბრობთ?! ჩვენთან არის შუა აზიური რუსული ტიპის დიქტატურა. თავი ავწიოთ მაღლა, ერთიანობა და ერთიანობა. არანაირი უკან დახევა. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, პრაქტიკულად სამშობლო დავკარგეთ. ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს, რომელიც საქართველოში იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მას არ ჩამოუყვანია და მისი პრეზიდენტად მოსვლის დროს ის უკვე საქართველოში, საკუთარ სასახლეში ცხოვრობდა.

“მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და იქ იყო მომჯდარი“, -თქვა სააკაშვილმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...