მთავარისიახლეები"მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება მათთვის და წყობიდან გამოიყვანს" -ოპოზიცია ახალ...

“მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება მათთვის და წყობიდან გამოიყვანს” -ოპოზიცია ახალ გეგმას რამდენიმე საათში წარადგენს

Published on

მელიქიშვილის გამზირს ტოვებენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები. მათ ადგილიდან გასვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ახალი ძალების მოსაკრებად და ახალ გეგმაზე გადასაწყობად რამდენიმე საათია საჭირო და ამ ეტაპზე მელიქიშვილზე, პოლიციის წინ დგომა, არაფრის მომტანია:

“ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო ამათთვის და ამან თავის შედეგი გამოიღო. დღენახევარი დაბნეულები იყვნენ. ახლაც გასაკეთებელია რომ გადავიგეგმოთ და განსხვავებულია რამე მოსაფიქრებელი. მეორე დღეს აქ დგომა და მელიქიშვილს გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან მათთვის ეს დისკომფორტი არაა, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით ამიტომ, გადავწყვიტეთ ახლა დავიშალოთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ რას გავაკეთებთ. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და იმათ წყობიდან გამოიყვანს” განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური კოალიციების სხვა ლიდერების განმარტებითაც, ახალი სამოქმედო გეგმა და პროტესტის ახალი ლოკაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...