მთავარისიახლეები"ისე გაკეთდება როგორც საჭიროა..." - ევა გოცირიძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე

“ისე გაკეთდება როგორც საჭიროა…” – ევა გოცირიძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე

Published on

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს? კანონით გათვალისწინებული ვადა ხვალ იწურება, თუმცა სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მოსამართლე ევა გოცირიძე “მთავარ არხთან” შესაბამის შეკითხვებს მოკლედ პასუხობს და ამბობს, რომ დღეს იქნება შეხვედრა და “ყველაფერი გადაწყდება” – “ისე გაკეთდება როგორც საჭიროა… ყველაფერს მოვასწრებთ. დღეს შევხვდებით და ყველაფერი გადაწყდება” – ამბობს გოცირიძე.

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.

სიახლეები

დაიბრუნე ხმა! ზუგდიდში 22 ნოემბერს აქცია გაიმართება

22 ნოემბერს 13:30 საათზე, ზუგდიდის ბულვარში, პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საკუთარი...

5 ივლისის მოძალადეების ვადაზე ადრე გათავისუფლება – საია ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული...

ცესკო- არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დავუმზადეთ

ცესკოს ცნობით, არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დაუმზადეს - როგორც კალანდარიშვილის უწყება წერს, ადმინისტრაცია...

ილიაუნიდან თსუ-მდე მსვლელობა დაანონსდა -19:00 საათზე თსუ-სთან ლექტორები განცხადებას გააკეთებენ

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. იქამდე...