მთავარისიახლეები5 ივლისის მოძალადეების ვადაზე ადრე გათავისუფლება - საია ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ...

5 ივლისის მოძალადეების ვადაზე ადრე გათავისუფლება – საია ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

Published on

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული დაჯგუფების წევრი დავით კუტალაძე, სხვა მოძალადეებთან ერთად, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ორგანიზაცია წერს, რომ მათ, 16 ნოემბერს, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მიმართეს.

მუხლი, რომლითაც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო | საია სასჯელაღსრულებას მიმართავს

საიას განცხადებით, საკითხზე ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდგომ, ხსენებული ფაქტები დაუყონებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს:

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობისთვის მსჯავრდებულმა რამდენიმე პირმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. საიამ 2024 წლის 16 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

საია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე იცავს 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულთა უფლებებს, რომლებიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ ორგანიზებულ ძალადობას დაექვემდებარნენ. საიას შეფასებით 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმართული გამოძიება არაეფექტიანია, ხოლო ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იგნორირებულია არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი, რაც წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს. აღნიშნულს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის უმოქმედობამაც, რადგან საგამოძიებო უწყებების მიერ დღემდე მიზანმიმართულად იგნორირებულია საქმეში ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი.

საია, ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას არაერთხელ ითხოვდა, როგორც საჯაროდ, ასევე, პროკურატურისადმი მიმართვის გზით. ამის მიუხედავად, დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის. ეს ყოველივე კი იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი პირდაპირი მტკიცებულებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისი საქმის არსებითი განხილვა ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო სამართალწარმოების ფარგლებში, საია 16 მომჩივნის უფლებებს იცავს. საკითხზე ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდგომ, ხსენებული ფაქტები დაუყონებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს,” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სიახლეები

რას ურჩევდა ვიტკოფი უშაკოვს – Bloomberg-ის სკანდალური მასალის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული გეგმის შესრულების ქრონოლოგია BLOOMBERG-მა...

“ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს. ენმ-ს ლიდერი ამბობს,...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს "გარკვეული სათავე დაუდო" NATO-ს სამიტის ფარგლებში...

წყლის შესხმის საქმე – ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლს შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენს ხვალ გამოუტანენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ,...