უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი ბაიდენის გადაწყვეტლებას მიესალმება. ომში მყოფი პრეზიდენტი აცხახდებს რომ ვლადიმერ პუტინთან მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსი არ არსებობს და ამის ფუჭი იმედი არავი უნდა ქონდეს. ზელენსკის თქმით, დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება და რაკეტები აუცილებლად თავად ილაპარაკებენ.
,,ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავდასხმა ამ ომში. რუსეთი მიზნად ისახავდა ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვისაც სურდა პუტინთან რაღაცის მიღწევა საუბრებით, სატელეფონო ზარებით, ჩახუტებით, დამშვიდებით. დღეს ამ მშვიდობის მტრედმა „კინჟალის“ და კალიბრის რაკეტები გამოგვიგზავნა. ეს არის მისი დიპლომატია და ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მისგან. დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცეებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება, რაკეტები თავად ილაპარაკებენ აუცილებლად, – განაცხადა ზელენსკიმ.
The New York Times – ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.