მთავარისიახლეები"დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე, ბოლო წლების ისტორიაში" -ნიკა...

“დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე, ბოლო წლების ისტორიაში” -ნიკა გვარამია

Published on

ოპოზიციის განცხადებით, პროტესტი შედგა და ის კვლავ უწყევტად გაგრძელდება. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ უწყვეტი პროტესტის ადგილზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან გააკეთა. გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა პროტესტს შეუერთდნენ და ჩაანაცვლონ აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს.

“დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე, ბოლო წლების ისტორიაში. დიდი მადლობა ამისთვის, არ არის მარტივი ღამის თევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმისთვის რომ დავიბრუნოთ სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც საუკუნეებია დაუღალავად ვაკეთებთ – ჩვენ მივდივართ ევროპაში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც და საზოგადოებას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...