მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთში ვარ, პროვოკაციას არ წამოეგოთ!" - ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში...

აფხაზეთში ვარ, პროვოკაციას არ წამოეგოთ!” – ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა. მან მოსახლეობას მიმართა, საზოგადოებასა და ძალოვნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აფხაზეთიდან არსად აპირებს წასვლას. 

შეგახსენებთ, პოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნაზე გადადგომის შესახებ ასლან ბჟანიამ უარი განაცხადა.

ე.წ. პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც მას წუხელ შეხვდნენ და ოპოზიციური პარტიების, ასევე საზოგადოების მოთხოვნა გადასცეს, კონკრეტული შედეგების გარეშე დაბრუნდნენ.

ამასთან, სატელეფონო საუბარში ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ლოლუამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ ჩაუტარებია უშიშროების საბჭოს სხდომა, მაგრამ შეხვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. 

აფხაზური ე.წ. სახავტოოინსპექციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სხვა სტრუქტურების უფროსები, აცხადებენ, რომ სამინისტროები და დეპარტამენტები წესდებისა და აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისდწინებით მუშაობენ. 

ამავე დროს, ე.წ. პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სოოხუმში, ისევ რჩებიან აქტივისტები და დემონსტრანტები, რომლებიც  ასლან ბჟანიას გადადგომასა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...