მთავარისიახლეებითბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს - ოჯახი ეჭვობს, რომ 28 წლის კაცი...

თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს – ოჯახი ეჭვობს, რომ 28 წლის კაცი მოკლულია

Published on

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ბურუსით მოცული გარდაცვალება – 28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს.

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს.

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს:

“გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ ეძებდნენ…” ამბობს გარდაცვლილის დედა.

მამის თქმით, კი მის შვილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია.

ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელსაც სულაშვილები შვილზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, დეტალებს “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი არკვევს.

მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...