მთავარისიახლეებიბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ფრენები დაიწყო

ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ფრენები დაიწყო

Published on

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები განხორციელდა – განაცხადა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ტექნიკური ფრენების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი განახორციელებს, რომელიც რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიაა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...