მთავარისიახლეებიბათუმის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება -სტუდენტები 18:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ

ბათუმის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება -სტუდენტები 18:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ

Published on

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტები ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პრორუსული პოლიტიკის გატარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. პროტესტს შეუერთდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და რამდენიმე სხვა პროფესორ-მასწავლებელი, ნაწილი კი სტუდენტებს შენობის დატოვებისა და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

უნივერსიტეტის შენობაში მყოფ სტუდენტებს ბათუმის მაცხოვრებლები გუშინ საკვებითა და სხვა საშუალებებით დაეხმარნენ.

სტუდენტები რომლებმაც ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს, დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციასაც გეგმავენ, რომელიც ბათუმში, უნივერსიტეტის წინ შადრევანთან 18:00 საათზე დაიწყება. სტუდენტების განცხადებით პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება მოპარული არჩევანის დაბრუნება.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს თანადგომა გამოუცხადეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც, მათ შორისაა ილიაუნი, ჯიპა, სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და სხვები.

ახალგაზრდებს საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...