მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნების" მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა - ანა წითლიძე

“ოცნების” მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა – ანა წითლიძე

Published on

„მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არის ღია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი.“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცადა, რითაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებდ გამოეხმაურა.

წითლიძის თქმით, გუშინდელმა დებატებმა ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ოცნების” პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, საუბარი იყო ბიულეტენების ჩაყრაზე, დაშინებაზე და ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და კეთილდღეობის შანსი თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის.“- განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...