მთავარისიახლეები"მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა" - ცესკო

“მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა” – ცესკო

Published on

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნებზე “სმარტმატიკის” მარკერები არ გამოუყენებია, ცენტრალური საარცევნო კომისია სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამებს.

ცესკოს განცხადების თანახმად, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

“საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....