მთავარისიახლეებიკობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია და პრეზიდენტის მოწვევა არ სჭირდება

კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია და პრეზიდენტის მოწვევა არ სჭირდება

Published on

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის შესაკრებად პრეზიდენტის მოწვევა საჭირო არ არის და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სხდომას სალომე ზურაბიშვილის თანხმობის გარეშეც ჩაატარებენ.

კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს – ამბობს პრემიერი და ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღსაც პირველად ასახელებს.

ირაკლი კობახიძე დღეს ასევე ირწმუნებოდა, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების სხდომა უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მეათე დღისა. ეს წერია კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აქტი ვერაფრით გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა იურისპრუდიაციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან ან კეთილსინდისიერებასთან ან ორივესთან ერთად.

პარლამენტს არ ჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა მიანიჭა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. შეჯამდება არჩევნებს შედეგები აქედან მეათე დღეს გაიმართება საპარლამენტო სხდომა ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება აქედან ძალიან მალევე იანვრის დასაწყისში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები ამის შმდეგ შედგება პრეზიდენტის ინაგუარიცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას და ჩვენ პასუხიმგებელი ვართ იმაზე რომ ოთხი წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულს საზოგადოებას”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.

რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...