მთავარისიახლეებიევროკავშირის ელჩი ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდება

ევროკავშირის ელჩი ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდება

Published on

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს, მას ესწრებიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ISFED-ი, “ჩემი ხმა” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

სადამკვირვებლო მისიები შეხვედრაზე წარადგენენ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებებს, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების ხარვეზებს. ელჩი მისიებთან ერთად განიხილავს საპარლამენტო არჩევნებისას დარღვევების გამოძიების შედეგებსაც.

“ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჩართულობა. ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ გადაწყდება რა ტიპის ფორმატი უნდა იყოს. მთავარი არის ის რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე, ამასთან დაკავშირებით, ერთიანი დასკვნის გაკეთება იყოს შესაძლებელი,” – განაცხადა ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...