მთავარისიახლეები"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე

Published on

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც დაადასტურეს, რომ ისინი უარს ამბობენ პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებით მიღებულ მანდატებზე და სხვა პრივილეგიებზე. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას განცხადებით, მათ ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება მათი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით:

“ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომლებსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები, ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის, გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელთაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...