მთავარისიახლეებიდროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა - დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა – დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები

Published on

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირ, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოათრიეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს.

დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ, სადაც უამრავი მოქალაქეა შეკრებილი და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ოფიციალურ პირებს ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ოფისთან მიიყვანეს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ გადაკეტილია გუმისთას ხიდი. ოპოზიციონერები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მანამდე, ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...