მთავარისიახლეები"შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას" - ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

“შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას” – ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკიმ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.

“შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მას მივულოცე ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება – მისმა არაჩვეულებრივმა კამპანიამ გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ვაფასებ მის ოჯახსა და გუნდს ამ დიდი შრომისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისა და სამართლიანი მშვიდობისთვის” – წერს ზელენსკი.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...