მთავარისიახლეები"განვიხილავთ არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას" - შარლ მიშელის მოსაწვევი წერილი ევროპული...

“განვიხილავთ არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას” – შარლ მიშელის მოსაწვევი წერილი ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევი წერილის თანახმად, დღეს, 7 ნოემბერს და ხვალ, 8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

“მინდა მოგიწვიოთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში ხუთშაბათს, საღამოს, 7 ნოემბერს და პარასკევს, 8 ნოემბერს.

ხუთშაბათს ჩვენს ვახშამზე მე გთავაზობთ, გავმართოთ სტრატეგიული დებატები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან არის არსებითი და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ იგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრიორიტეტების შესრულება სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, აქტიურად ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ. მე მინდა, რომ ჩვენ კონკრეტულად გავამახვილოთ ყურადღება სამ სფეროზე: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.

ჩვენ ასევე განვიხილავთ არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებას და განვიხილავთ შემდგომ გზებს…” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს ჩათვლით მონაწილეობას 47 სახელმწიფო მიიღებს.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...