მთავარისიახლეები"ესეც საარჩევნო გაყალბების გაგრძელებაა, ჩვენ გვთხოვენ იმ მტკიცებულებების მიტანას, რომლითაც სავსეა ინტერნეტი"...

“ესეც საარჩევნო გაყალბების გაგრძელებაა, ჩვენ გვთხოვენ იმ მტკიცებულებების მიტანას, რომლითაც სავსეა ინტერნეტი” – ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა. ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საჯაროა და მათზე წვდომა საგამოძიებო უწყებას თავისუფლად შეიძლება ჰქონოდა.

“კითხვები ჰქონდათ ძირითადად იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე, აინტერესებდათ მტკიცებულებები და რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართების, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება.

დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის. ვებგვერდები აქამდე როგორ არ ჰქონდათ ნანახი არ ვიცი, ან ჰქონდათ და მაინც მეკითხებოდნენ. ვინმეს სჯერა რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს? ესეც საარჩევნო გაყალბების გაგრძელებაა, აქეთ ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებების მიტანას, როდესაც თვითონ უნდა ეძებდნენ ამ მტკიცებულებებს, რომლითაც სავსეა ინტერნეტი.” – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

ადვოკატის თქმით, ყველა შეკითხვა დაკავშირებული იყო საჯარო წყაროებთან, რომელზე წვდომა ისედაც ექნებოდა საგამოძიებო უწყებას. ზურა ჯაფარიძის ინტერესების დამცველის თქმით, პროკურატურა დაკავებული უნდა იყოს ამ მტკიცებულებების მოძიებით და გამოკვლევით და არა პოლიტიკური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებით.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და იმ პირების გამოკითხვის შემდეგ, ვინც გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ, გამოკითხვებზე დაიბარებენ იმ პირებსაც, ვისზეც გავრცელებულ

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...