მთავარისიახლეები"ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ" - ლონდა თოლორაია გამოკითხეს

“ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ” – ლონდა თოლორაია გამოკითხეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. თოლორაია პროკურატურაში იყო დაბარებული არჩევნების შესაძლოა გაყალბების საქმის “გამოძიების” ფარგლებში, თუმცა თოლორაიამ გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მოითხოვა:

“შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს. ანუ, ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეოდან ფოტო-ფაილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა თვალსაჩინოა” თქვა გამოკითხვის შემდეგ ლონდა თოლორაიამ.

მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხავენ დღეს “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილსაც, რომელიც მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...