მთავარისიახლეებისაბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მოგვეჩვენა და არჩევნები არ გაყალბებულა -...

საბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მოგვეჩვენა და არჩევნები არ გაყალბებულა – მეზვრიშვილი გამოკითხეს

Published on

“გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. მეზვრიშვილის შეფასებით, გამოძიება ობიექტური ვერ იქნება და გამოძიების დაწყებაც სიმბოლურად მოხდა

“ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით. ეს ადამიანები ახლა ეცდებიან, მაქსიმალურად, ასეთი მოლოდინიც მქონდა, რომ ჩავიდნენ ვიწრო დეტალებში. გამოიკვლიონ მაგალითად ბიულეტენში რაღაცა იყო თუ არა გაყალბებული, ინდივიდუალური ფაქტები და საქმეები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს, მთლიან სურათს. ეს არ იქნება და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში გამოძიებამ დაადგინოს, რომ იცით რა თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი არ წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის არ აქვს, ლაპარაკობენ ჰაერზე და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა,” – განაცხადა მეზვრიშვილმა გამოკითხვის შემდეგ.

შეგახსენებთ, მეზვრიშვილი პროკურატურამ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული “გამოძიების” ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა მეზვრიშვილმა ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერებმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.

იგივე საქმეზე დღეს გამოიკითხა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...